ჰიპები დღეს

დღეს ე.წ. "ჰიპური სამოსი" მოდაშიც კი შემოვიდა. 60-იანების ჰიპურ იერს იარლიყი მიაკრეს ბურჟუებმა, ტანსაცმლით ვეღარ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას. რთულია განსაზღვრო ქუჩაში ნანახი ყვავილებიანი და ბუმბულებიანი გოგონა ჰიპურ იდეოლოგიას იზიარებს, თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერის 500$-იანი მაისური აცვია.


რაც შეეხება ჰიპურ იდეოლოგიას, ის ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საუკუნეს მივაკუთვნოთ. ამ იდეოლოგიის მოძრაობები სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: ზოგ ეპოქაში ერეტიკოსებს ეძახდნენ მასეთ ხალხს, ზოგშიც ცინიკოსებს. შეიძლება თუ არა მათ ჰიპები ვუწუდოთ? სიტყვა ჰიპი რომ XX საუკუნეში წარმოიშვა, არ განაპირობებს იმას, რომ ჰიპობა XX საუკუნეში წარმოიშვა.. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე პატრიოტები და ნაციონალისტები არ არსებობდნენ იმიტომ, რომ სიტყვის ფუძეებმა დღევანდელი დატვირთვა საფრანგეთის 1-ლი რევოლუციის დროს შეიძინეს. ეს მოსაზრება დამეთანხმეთ ცოტაოდენ სასაცილოა. სულერთია რა სტატუსი ჰქონდათ ადრე ჰიპური იდეოლოგიის მატარებლებს, ან მომავალში რა სტატუსი ექნებათ, ჭეშმარიტი ის არის, რომ ისინი არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ. განსხვავება ის იქნება რომ ეპოქასთან ერთად ფასეულობები და შესაბამისად პროტესტის გამოხატვის სტილი შეიცვლება.

დღეს საქართველოში კულტურის ნაწილად ქცეულ დეგრადირებული აზროვნების, გემოვნების, მასიური გაუნათლებლობის წინააღმდეგ მოქმედებას შეიძლება ჰიპური ეწოდოს. უბრალოდ მოქმედების გზები ისე აღარ "ყვირის", როგორც 60-იანებში ყვიროდა. პროტესტს სხვა, ეპოქისთვის შესაფერისი სახე მიეცა.