ჰიპების ლოზუნგი და პირველი მასობრივი თავშეყრა

ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი.“


"გამოეთიშე" ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.

"განეწყე " — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.

"განუდექი" — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.


1967 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში პიპების პირველი მასობრივი თავშეყრა მოხდა. ამ პარკში ორატორები საზოგადიებას მოუწოდებდნენ: “გაანადგურეთ ყველა ბარიერი,რომელიც ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას. ჩვენი დროშაა სიყვარული”.

ჰიპები უარყოფდნენ ღირებულებათა ტრადიციულ სისტემებს,უარს ამბობდნენ კეთილდღეობასა და პრივილეგიებზე. ჰიპების მოძრაობა დაუპირისპირდა “იაპიზმის” იდეალებს. ჰიპების უმრავლესობა გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ და მათ მშობლები წარმატებული კარიერისთვის ამზადებდნენ. ისინი აპროტესტებდნენ სიყალბეს, ელიტარული ოჯახების ბრწყინვალე ფასადს მიღმა არსებულ რეალობას: უსიყვარულოდ და მერკანტილური მიზნებით შექმნილი ოჯახებს, ფულით თავმობეზრებული დედები და ჰალსტუხში გამოწყობილი ფუნქციონერი მამები,რომლებიც ახალგაზრდებს ვიეტნამის სასაკლაოზე ისტუმრებდნენ.