ჰიპების გარეგნობა თვალშისაცემი იყო. ტანთ ეცვათ ჯინსები (რომელიც მანამდე მუშის სპეცტანსაცმელად გამოიყენებოდა),ჭუჭყიანი და დასერილი, მუხლამდე სვიტერი,ძველმოდური პალტო,ფეხებზე იცვამდნენ უხეშ, მაღალყელიან ფეხსაცმელს. მხარზე გადაკიდებული ჰქონდათ ბრეზენტის სამხედრო ზურგჩანთა,ხელზე უარავი სამაჯური და ბეჭედი ეკეთათ. ღარიბი ჩაცმულობით და ცხოვრების უსუფთაო წესით ჰიპები პროტესტს უცხადებდნენ მერკანტილურ საზოგადოებას.
ჯონ ლენონის მიბაძვით,ჰიპებს მხრებამდე ჩამოშლილი გრძელი თმა ჰქონდათ.ჰიპური იდეოლოგიის თანახმად, დაჯგუფების ახალ წევრს უნდა დაევიწყებინა თავისი სახელი,გვარი და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა ნიშანი,დაერქვა მეტსახელი. სქესობრივი სხვაობა მაქსიმალურად უნდა წაშლილიყო. ჰიპი გოგო და ბიჭი ერთნაირად გამოიყურებოდა. ჰიპი გოგო უარყოფდა კოსმეტიკას და ქალური ცხოვრების წესს. ჰიპი ბიჭი უარს ამბობდა ძალადობაზე,ლიდერობისკენ სწრაფვაზე,ზოგადად მამაკაცური თვისებების წარმოჩენაზე.
ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო "ყვავილების ძალაუფლება."